Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნაძალადევში სროლის ფაქტზე გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო


დღეს თბილისში, ნაძალადევში ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, რომელშიც სამი პირი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ავტომობილის მძღოლი, სროლა კი ხალხმრავალ ადგილზე ხუდადოვისა და მანჯგალაძის ქუჩების კვეთაზე მოხდა.

მედიის თანახმად, ცეცხლი მოძრავ მანქანაში მყოფმა პირებმა პარკინგზე გაჩერებულ მანქანას გაუხსნეს და ადგილიდან მიიმალნენ.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სროლის ფაქტზე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს. სამინისტროს თანახმად, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG