Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში დააკავეს საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდამჭერი აქციის მონაწილეები


მოსკოვში პოლიციამ დააკავა საგანმანათლებლო აქციაში მონაწილე 10-ზე მეტი ადამიანი, რომლებმაც ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეებზე, სადაც სახელმწიფო დუმის დეპუტატს, კომუნისტ, ვალერი რაშკინთან შეხვედრა ტარდებოდა.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, დაკავება დაიწყო მაშინ, როცა აქციის მონაწილეებმა პლაკატები გაშალეს და მოითხოვეს 5 აპრილს მიღებული ცვლილების გაუქმება.

ლაპარაკია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილ განათლების შესახენ კანონში შესულ შესწორებაზე, რომელიც ეხება საგანმანათლებლო საქმიანობას „საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებს“ გარეთ და რომელიც „ანტირუსული პროპაგანდის“ წლინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, ყველას ავალდებულებს მსგავი საქმიანობა შეათანხმოს ხელისუფლების ორგანოებთან.

„ლევადა ცენტრის“ გამოკითხვის თანახმად, რუსეთის მოსახლეობის 36% მიიჩნევს, რომ საგანმანათლებლო საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა ცენზურის გაძლიერებისა და განსხვავებული აზრის ჩახშობისაკენ არის მიმართული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG