Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

21 თალიბი ექსტრემისტი დაიღუპა სამთავრობო ჯარებთან შეტაკებაში


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით სულ მცირე 21 თალიბი დაიღუპა 16 მაისს დილიდან ავღანეთის სამხრეთ ჰელმანდის პროვინციაში ექსტრემისტის მიერ სამთავრობო ჯარების ობიექტებზე თავდასხმის შედეგად. ამის შესახებ განაცხადა ჰელმანდის პროვინციის წარმომადგენელმა, ატაულაჰ აფღანმა, რომლის თქმითაც, თალიბები თავს დაესხნენ უსაფრთხოების ძალების საგუშაგოებს პროვინციის დედაქალაქ ლაშქარ გაჰსა და სხვა რაიონებში.

ექსტრემისტული ორგანიზაცია თალიბანის წარმომადგენელმა კი განაცხადა, რომ იერიში ავღანეთის არმიამ წამოიწყო. „ჩვენ ნურაფერს დაგვაბრალებთ... ოპერაცია ავღანეთის სამთავრობო ძალებმა დაიწყეს“, - განაცხადა ზაბიჰულაჰ მოჯაჰიდმა.

მას მერე, რაც ავღანეთში საზავო შეთანხმება ამოქმედდა 13 მაისს, ქვეყანაში შედარებით მშვიდი ვითარება იყო. მაგრამ ოთხმა სხვადასხვა აფეთქებამ მინიმუმ 11 სამოქალაქო პირის სიცოცხლე იმსხვერპლა ზავის გამოცხადების დღეს.

ავღანეთის ხელისუფლების თქმით, პარასკევის ლოცვისას ქაბულის ჩრდილოეთ ნაწილში მეჩეთთან მომხდარ აფეთქებას მინიმუმ 12 მლოცველი ემსხვერპლა სამთავრობო ძალებსა და თალიბანს შორის საზავო შეთანხმების ძალაში შესვლის მეორე დღეს. მომხდარი აფეთქების შედეგად მეჩეთის შიგნით 15 ადამიანი დაიჭრა.
ძალადობა ავღანეთში მატულობს მას შემდეგ, რაც თვის დასაწყისში გასვლის პროცესი დაიწყო კოალიციური ძალების ყველაზე მძლავრმა დანაყოფმა, აშშ-ის სამხედრო ძალამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG