Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის მთავრობაში დაინიშნა სპეციალური წარმომადგენელი ლგბტ უფლებების დარგში


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა, პირველი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა ლგბტ უფლებების საკითხში.

ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ამ თანამდებობას დაიკავებს ლორდთა პალატის წევრი, ნიკ ჰერბერტი, რომელიც ლგბტ საზოგადოების თანაბარი უფლებების უზრუნველყოფაზე იმუშავებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ და ასევე უხელმძღვანელებს 2022 წლის ივნისში დანიშნულ თანასწორობის გლობალურ კონფერენციას.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის თანახმად, კორონავირუსის პანდემიამ გაამწვავა ლგბტ საზოგადოების მდგომარეობა მთელ მსოფლიოში, გააძლიერა დისკრიმინაცია და ძალადობა. „ბრიტანეთის სამეფოს მთავრობა მიიჩნევს, რომ დადგა დრო კოლექტიური გლობალური მოქმედებისა“, - განაცხადა ჯონსონმა.

ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, ნიკ ჰერბერტი უხელმძღვანელებს თანასწორობის გლობალურ კოკუსს - პარლამენტართა საერთაშორისო ქსელს, რომელიც ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის წინააღმდეგ იბრძვის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG