Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის სასამართლო განიხილავს, მიიჩნიოს თუ არა ალექსეი ნავალნის ორგანიზაციები "ექსტრემისტულად"


ალექსეი ნავალნი
ალექსეი ნავალნი

17 მაისს გაიმართება სასამართლო მოსმენა კრემლის კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის პოლიტიკური ორგანიზაციების თაობაზე. სასამართლო განიხილავს, მიჩნეულ უნდა იქნეს თუ არა ისინი „ექსტრემისტულად“.

მოსკოვის საქალაქო სასამართლო განიხილავს პროკურატურის სარჩელს, რომელიც მოითხოვს, „ექსტრემისტული“ ორგანიზაციების სტატუსი მიენიჭოს ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდს, მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდს და ნავალნის რეგიონულ შტაბს.

პროკურატურის თანახმად, ეს ორგანიზაციები სოციალური და სოციო-პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციას ეწეოდნენ თავიანთი მოწოდებებით.

ადამიანის უფლებების დამცველები მწვავედ აკრიტიკებენ პროკურატურის სარჩელს და მას უწოდებენ „სკანდალურ“ მცდელობას, ქვეყანაში ჩააჩუმონ და შეავიწროონ ნებისმიერი ოპოზიცია და სხვაგვარად მოაზროვნეები.

სარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს გადაწყვეტილება, რასაც ფართოდ მიიჩნევენ მოსალოდნელ გადაწყვეტილებად, ნიშნავს, რომ ნებისმიერ პირს, ვინც დაკავშირებულია ამ ორგანიზაციების საქმიანობასთან, „დაუყოვნებლივ წაუყენებენ ექსტრემიზმის ბრალდებას და ამას პატიმრობა მოჰყვება იმათთვის, ვინც ამ ორგანიზაციების ოფისებში მუშაობს, ვინც მათთან თანამშრომლობს და ვინც მათ ეხმარება“, განაცხადა ნავალნის თანამებრძოლმა, ლეონიდ ვოლკოვმა.

რუსეთის კანონმდებლობით, „ექსტრემისტული“ ორგანიზაციის წევრობა ან მისი დაფინანსება 10 წლამდე პატიმრობით ისჯება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG