Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელსა და ჰამასს შორის გრძელდება შეიარაღებული ესკალაცია


ქალაქ ღაზის ერთ-ერთი უბანი ისრაელის საჰაერო იერიშის შემდეგ. 20121 წ. 18 მაისი.
ქალაქ ღაზის ერთ-ერთი უბანი ისრაელის საჰაერო იერიშის შემდეგ. 20121 წ. 18 მაისი.

18 მაისს ისრაელსა და გასამხედროებულ დაჯგუფება ჰამასს შორის გრძელდებოდა უკანასკნელი წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მწვავე ძალადობრივი ესკალაცია. ღაზის სექტორიდან ნასროლმა რაკეტებმა ისრაელში მომუშავე ორი ტაილანდელი იმსხვერპლა ქვეყნის სამხრეთში. ისრაელის სარაკეტო იერიშის შედეგად პალესტინელთა ტერიტორიაზე დაინგრა კიდევ ერთი მაღლივი კორპუსი.

ძალადობაში გადაიზარდა საპროტესტო გამოსვლები მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზეც, რომელიც ისრაელის მიერ არის ოკუპირებული. ასობით პალესტინელი წვავდა საბურავებს და ქვებს უშენდა ისრაელის არმიის საკონტროლო-გამშვებ პუნქტებს. ისრაელის ჯარისკაცებმა მათ ცრემლსადენი გაზის ჭურვები ესროლეს.

გაეროს უშიშროების საბჭოში დაგეგმილია საგანგებო შეხვედრა, რომლის მიზანია კონფლიქტის შეწყვეტა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ორშაბათს პირობა დადო, რომ ისრაელის არმიის იერიში იმდენ ხანს გასტანს, „რამდენ ხანსაც საჭირო იქნება“.

მაისში ვითარების გამწვავების შემდეგ ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვას ემსხვერპლა 215 პალესტინელი, მათ შორის 61 ბავშვი. დაჭრილია 1400-ზე მეტი ადამიანი, იტყობინება ჯანდაცვის სამინისტრო ღაზიდან.

ისრაელის მხარეს დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG