Accessibility links

site logo site logo

დღეს იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტის ვიზიტი ესპანეთში


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ორდღიანი ვიზიტით იმყოფება ესპანეთის სამეფოში. ღარიბაშვილი მადრიდში დაესწრება საერთაშორისო ტურისტული გამოფენის, FITUR-2021-ის გახსნას. გამოფენაში, რომელსაც ესპანეთის მეფე ფელიპე VI გახსნის, საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თანახმად, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს აქვს სპეციალური სივრცე, რომელიც საერთაშორისო ტუროპერატორებს, კომპანიებს და მედიის წარმომადგენლებს მისცემს შესაძლებლობას, მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოს ტურისტული მიმართულებების შესახებ.

მადრიდში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება ესპანეთის პრემიერ-მინისტრს და კონგრესის პრეზიდენტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG