Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის პირველი "პრეზიდენტის" ძმისშვილის მკვლელობაში სავარაუდოდ, 3 პირი მონაწილეობდა


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი დიმიტრი დბარი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი დიმიტრი დბარი

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი „პრეზიდენტის“ ვლადისლავ არძინბას ძმისშვილს, ქემალ არძინბას ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებით სამი ჭრილობა მიაყენეს. ამის შესახებ რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტს უთხრა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა დიმიტრი დბარმა. წინასწარი მონაცემებით, არძინბას სამმა ნიღბიანმა პირმა ესროლა.

დბარის თანახმად, ეჭვმიტანილებს მთელ აფხაზეთში ეძებენ, გამოძიება კი ყველა ვერსიაზე მუშაობს.

ქემალ არძინბაზე შეიარაღებული თავდასხმა 18 მაისს, საღამოს მოხდა სოხუმში, ჩაჩბას ქუჩაზე მდებარე სახლის ეზოში. არძინბა სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ქემალ არძინბას მკვლელობის გამო, აფხაზეთის დე ფაქტო შსს-მ პირად შემადგელობაში განგაში გამოაცხადა და სოხუმიდან გასასვლელები ჩაკეტა.

აფხაზეთში ქემალ არძინბას უკავშირებდნენ რამდენიმე კრიმინალურ ინციდენტს. დე ფაქტო რესპუბლიკის პირველი „პრეზიდენტის“ ძმისშვილზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა 2004 წელსაც. მაშინ ქემალ არძინბა ხელში დაჭრეს. 2020 წელს, როცა სოხუმში დაცხრილეს ვლადისლავ არძინბას სახლი, ვრცელდებოდა ვერსია, რომ სახლს ესროლეს მოკლული „კრიმინალური ავტორიტეტების“ ნათესავებმა, რომლებიც ქემალ არძინბას ეძებდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG