Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგა ბითაძემ NBA-ში კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა


გოგა ბითაძე
გოგა ბითაძე

საქართველოს ნაკრებისა და „ინდიანა პეისერსის“ წევრმა გოგა ბითაძემ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA), მიმდინარე სეზონში პირველი ორმაგი დუბლი შეასრულა. „ინდიანამ“ აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი ინის მატჩში „შარლოტ ჰორნეტს“ მოუგო, ანგარიშით 144:117 და ამ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა გუნდის ქართველმა ცენტრმა.

ბითაძემ მოედანზე სულ თვრამეტი წუთი გაატარა და თოთხმეტი ქულა, ათი მოხსნა, სამი დაფარება და თითო პასი და ჩაჭრა დააგროვა. ამასთან, ბურთი არც ერთხელ არ დაუკარგავს და არც დაჯარიმებულა. 21 წლის ქართველ კალათბურთელს NBA-ში ორმაგი დუბლი აქამდე ერთადერთხელ ჰქონდა - 2019 წელს, „კლივლენდ კავალიერსთან“, როდესაც ათ-ათი ქულა და მოხსნა მიითვალა.

„შარლოტთან“ წაგების შემთხვევაში, „ინდიანა“ სეზონს ნაადრევად ასრულებდა. გამარჯვებამ კი ერთი ნაბიჯით მიაახლოვა ჩემპიონატის პლეი ოფს. გადამწყვეტი თამაში 21 მაისის ღამეს ელის, „ვაშინგტონ ვიზარდსთან“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG