Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თუშეთთან დამაკავშირებელი გზა გაიხსნა


19 მაისიდან ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტომობილით გადაადგილება ნებადართულია. როგორც რადიო თავისუფლებას ახმეტის მერის მოადგილემ ვაჟა ნასყიდაშვილმა განუცხადა, სპეცისლისტებმა გახსნამდე გზის 72-კილომეტრიანი მონაკვეთი დეტალურად დათვალიერეს და დაზიანებული მონაკვეთები გაასწორეს.

მერის მოადგილის თანახმად, გზის იმ მონაკვეთებთან, რომელიც შედარებით რთულად მიიჩნევა და სადაც უამინდობის დროს კლდოვანი მასის ჩამოშლა ხდება, მუდმოვად იქნება მობილიზებული მძმე ტექნიკა, რადგან პრობლემის მოგვარება დროულად მოხდეს.

დიდთოვლობის და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო თუშეთთან დამაკავშირებელი სამანქანო გზა ყოველთვის ოქტომბრიდან მაისის ნახევრამდე იკეტება. საავტომობილო გზის ნაწილი კლდეებსა და მთებზე გადის და ის ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში.

ამ პერიოდში მთაში დარჩენილ მოსახლეობასთან კონტაქტი ვერტმფრენის საშუალებით ხერხდება.

თუშეთის მიმართულებით საავტომობილო გზის გახსნის შემდეგ ვერტმფრენი, რომელიც თვეში 4-5 ჯერ ასრულებდა რეისს, ამიერიდან მხოლოდ ერთ რეისს შეასრულებს.

გასულ წელს თუშეთთან დამაკავშირებელი გზის გახსნა შეფერხდა და 6 ივნიის გაიხსნა, რადგან გზის 36-ე კილომეტრზე მაისის თვეში ზვავი ორჯერ ჩამოწვა.

აღსანიშნავია, რომ ალვანიდან ომალომდე მიმავალი გზა ერთ-ერთ ყველაზე ექსტრემალურ გზად არის მოხსენებული 2013 წელს BBC-ის მიერ მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში "მსოფლიოს ყველაზე საშიში გზები".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG