Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში უმუშევრობის დონემ 21.9% შეადგინა


საქართველოში, 2021 წლის პირველ კვარტალში უმუშევრობის დონემ შეადგინა 21.9%. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონე გაზრდილია 3.7 პროცენტული პუნქტით.

2021 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შეადგინა შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის 48.3%, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტული პუნქტით ნაკლებია. დასაქმების დონე შემცირებულია 4.2 პროცენტული პუნქტით და 37.7%-ს შეადგენს.

ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წლის პირველ კვარტალში დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 4.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 3.3 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 5.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 0.4 პროცენტული პუნქტით.

2021 წლის პირველ კვარტალში, წინა წელთან შედარებით, უმუშევრობის დონე ქალებში გაზრდილია 4.0 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში 3.3 პროცენტული პუნქტით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG