Accessibility links

site logo site logo

მოჭადრაკე ლევან ფანცულაია პრესტიჟული ონლაინ ტურნირის ჩემპიონი გახდა


ჭადრაკში საქართველოს მომქმედი ჩემპიონი ლევან ფანცულაია საერთაშორისო ონლაინ საჭადრაკო ტურნირის - „Titled Tuesday Blitz"-ის ჩემპიონი გახდა. ქართველმა დიდოსტატმა თერთმეტი შესაძლებლიდან ცხრანახევარი ქულა დააგროვა. ანალოგიური შედეგით დაასრულეს ტურნირი რუსმა ვლადისლავ არტემიევმა, ჩინელმა ტუან მინ ლიმ, ბელარუსმა ვლადისლავ კოვალევმა და ნორვეგიელმა არიან ტარისმა, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მათ შორის საუკეთესო ფანცულაია იყო.

პრესტიჟულ ონლაინ ტურნირში სულ 72 ქვეყნის 697 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირი ყოველ სამშაბათს ტარდება და მასში ჩაბმა მხოლოდ საერთაშორისო წოდების მქონე მოჭადრაკეებს შეუძლიათ.

ლევან ფანცულაია მესამე ქართველი მოჭადრაკეა, ბაადურ ჯობავასა და გიგა ყუფარაძის შემდეგ, რომელმაც საერთაშორისო საჭადრაკო პლატფორმა Chess.com-ზე გამართული ტურნირი მოიგო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG