Accessibility links

site logo site logo

ამერიკელი კონგრესმენები მოუწოდებენ ჯო ბაიდენს, უარი თქვას „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის წინააღმდეგ სანქციების ნაწილის გაუქმებაზე


აშშ-ის კონგრესის რამდენიმე დემოკრატმა და რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, რომ გადახედოს თავის გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობასთან დაკავშირებულ რამდენიმე სანქციაზე უარის თქმას.


„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ აშშ-ის ნაციონალურ ინტერსში შედის რუსეთის აგრესიისგან უკრაინის სუვერენიტეტის და ევროპის აღმოსავლეთის ფლანგის დაცვა“, - ნათქვამია კონგრესის უკრაინის ორპარტიული ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ 20 მაისს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ დემოკრატი კონგრესმენები მერსი კეპტარი და მაიკლ კუიგლი, რესპუბლიკელი - ენდი ჰარისი და ბრაიან ფიცპატრიკი.


ადრე იმის თაობაზე, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უარს იტყვის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისთვის სანქციების შემოღებაზე, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდნენ პორტალი Axios-ი და სააგენტო Reuters-ი. „

19 მაისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ სანქციების ქვეშ გაზასადენის მშენებლობაში მონაწილე რუსული გემების გარდა ექცევა ასევე „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ოპერატორი გერმანული კამპანია AG-ი და მისი აღმასრულებელი დირექტორი, მატიას ვარნინგი. მაგრამ მათ მიმართ სანქციები შემოღებული არ იქნება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე.

ამერიკელი კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ ასეთი ნაბიჯი ეწინააღმდგება „როგორ აშშ-ის ეროვნული, ისე ტარანსატლანტიკური უსაფრთხოების“ ინტერსებს.

„ჩვენ ამას კონსტრუქციულ ნაბიჯად მივიჩნევთ. და მოხარულები ვართ, გავაგრძელოთ დისკუსიები ჩვენს პარტნიორებთან ვაშინგტონში,“ თქვა მაასმა და დასძინა, რომ ვითარების შესახებ ეთათბირა სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს. მაასის თქმით, ბერლინი ვაშინგტონის გადაწყვეტილებას, არ გაამკაცროს სანქციები, ხსნის „იმ უკიდურესად კარგი ურთიერთობების პატივისცემით, რომლებიც ჩამოყალიბდა ბაიდენის ადმინისტრაციასთან.“

ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის უდიდესი აქციონერია რუსეთის კონცერნი „გაზპრომი“. კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მიესალმება აშშ-ის მედიაში გავრცელებულ ცნობებს.

ეს ცნობები გაჩნდა ენტონი ბლინკენისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე. ბლინკენი ადრე ამ პროექტს უწოდებდა „ცუდ იდეას ევროპისა და აშშ-ისთვის“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG