Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი და „ჰამასი“ შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე ღაზის სექტორში


ისრაელი და ორი პალესტინური დაჯგუფება „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ შეთანხმდნენ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც ძალაში შევა 21 მარტს, ევროპის დროით შუაღამის 2 საათზე.

ისრაელის მედიის თანახმად, ეგვიპტის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებას „ერთსულოვნად და უპირობოდ დაუჭირა მხარი“ ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა, მაგრამ ზავის დეტალები ჯერჯერობით არ არის შემუშავებული.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 19 მაისს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს უთხრა, რომ "მნიშვნელოვან დეესკალაციას" მოელის, რაზეც ნეთანიაჰუმ უპასუხა, რომ აპირებს გააგრძელოს სამხედრო შეტევა, სანამ "ისრაელის მოქალაქეებისთვის სიმშვიდე და უსაფრთხოება" აღდგება.


ისრაელსა და პალესტინის დაჯგუფებებს შორის მიმდინარე 11 დღიანი შეირაღებული კონფლიქტის განმავლობაში, პალესტინელი ჯანდაცვის მესვეურების თქმით, დაიხოცა 228 ადამიანი. ისრაელი მსხვერლის რაოდენობად 12 ადამიანს აცხადებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG