Accessibility links

site logo site logo

ბლინკენის თქმით, აშშ-ს სურს გააძლიეროს გრენლანდიასთან ურთიერთობა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გრენლანდიაში ვიზიტისას. 2021 წ. 20 მაისი.

აშშ-ს სურს გააძლიეროს გრენლანდიასთან ურთიერთობა, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თავისი ოთხდღიანი ევროპული ტურნეს ბოლოს. მის ფარგლებში იგი ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკში მონაწილეობდა არქტიკული საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში.

როგორც ბლინკენმა თქვა, ის გრენლანდიაში შეჩერდა, ვინაიდან აშშ „დიდად აფასებს ჩვენს პარტნიორობას და სურს უფრო მეტად გააძლიეროს ის“.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისგან განსხვავებით, არ სურს გრენლანდიის ყიდვა. ტრამპის 2019 წლის წინადადება, რომელმაც ვნებათაღელვა გამოიწვია, უკუაგდო დანიის მთავრობამ, მაგრამ ბევრმა ის რეგიონით ვაშინგტონის კვლავ დაინტერესების სიგნალად აღიქვა. შარშან აშშ-მა გრენლანდიაში საკონსულო გახსნა და სამოქალაქო პროექტების დასახმარებლად 12 მილიონი დოლარის გამოყოფის პირობა დადო. ბლინკენმა პოტენციური დაფინანსების შესახებ ილაპარაკა, მაგრამ დეტალები არ უხსენებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG