Accessibility links

site logo site logo

პაატა იმნაძე: საპატრიარქოს არ აქვს წვდომა ვაქცინირებულთა ბაზებზე


საქართველოს საპატრიარქომ 19 მაისს გამართულ ბრიფინგზე მხოლოდ ის ჟურნალისტები და ოპერატორები მიიწვია, რომელთაც COVID-19-ით უკვე იავადმყოფეს ან ჩატარებული ჰქონდათ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია. კითხვაზე, თუ როგორ დაადგენდა საპატრიარქო, იყვნენ თუ არა ჟურნალისტები ვაქცინირებულნი, მათ უპასუხეს, რომ აქვთ წვდომა „ბაზებზე“.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე, აცხადებს, რომ საპატრიარქოს არ აქვს წვდომა ვაქცინირებულთა ბაზებზე:

„ეტყობა, ეს იმიტომ იყო ნათქვამი, რომ ჟურნალისტებს არ ეცრუათ. არა, მათ ნამდვილად არ აქვთ წვდომა არანაირ ბაზებზე. ამ ბაზაზე წვდომა არის კონფიდენციალური. მინდა გითხრათ, რომ მათზე წვდომა მეც კი არ მაქვს. იმ ბაზაზე, სადაც გვარები და სახელები ჩანს, დამერწმუნეთ, მეც კი არ მაქვს წვდომა. ძალიან ცოტა ადამიანია ჩვენთანაც კი, სპეციალური დაშვებით, ვისაც აქვს ეს ინფორმაცია“.

19 მაისს, საქართველოს საპატრიარქოში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ანდრია ჯაღმაიძის ბრიფინგი გაიმართა, სადაც ის დმანისში, 17 მაისს განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. ბრიფინგამდე ერთი საათით ადრე, რადიო თავისუფლებას დაუკავშირდა საპატრიარქოს პრესასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი და გააფრთხილა, რომ ბრიფინგზე მხოლოდ ის ჟურნალისტები დაიშვებოდნენ, რომლებსაც ვირუსი უკვე გადატანილი ჰქონდათ ან იყვნენ ვაქცინირებულნი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG