Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპულმა სასამართლომ ბაქო დამნაშავედ ცნო ბლოგერ ლაპშინის მკვლელობის მცდელობაში


ბლოგერ ლაპშინის ექსტრადირების პროცესი
ბლოგერ ლაპშინის ექსტრადირების პროცესი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აზერბაიჯანი დამნაშავედ ცნო ბლოგერ ალექსანდრ ლაპშინის ბაქოს ციხეში წამებასა და მისი მკვლელობის მცდელობაში. სტრასბურგის სასამართლომ ბაქომ კომპენსაციის სახით ლაპშინისთვის 30 ათასი ევროს გადახდა დააკისრა.

ლაპშინმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამ ვერდიქტს ელოდა სამი წელიწადი, რომლის დროსაც არაერთ მუქარას იღებდა „არა მხოლოდ სოციალური ქსელების აზერბაიჯანელი მომხმარებლებისგან, არამედ ამ ქვეყნის თანამდებობის პირებისგანაც“.

ალექსანდრ ლაპშინი, რუსეთის, უკრაინისა და ისრაელის მოქალაქე, 2016 წელს ბელარუსში დააკავეს და გადასცეს აზერბაიჯანს, სადაც მას ბრალი წაუყენეს მთიან ყაბარაღში უკანონოდ, აზერბაიჯანის ნებართვის გარეშე ჩასვლისთვის.

მან საპატიმრო დატოვა მას შემდეგ, რაც მსჯავრდებული 2017 წლის სექტემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეიწყალა.
ლაპშინი 2011 და 2012 წლებში არის ნამყოფი რეგიონში, აზერბაიჯანის კუთვნილ ტერიტორიაზე, რომელსაც იმხანად ეთნიკურად სომეხი სეპარატისტები აკონტროლებდნენ. ლაპშინი, რომელმაც აზერბაიჯანის ციხეში თავის მოკვლა სცადა, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და აცხადებდა, რომ რეგიონში ჩასვლისას პოლიტიკური მოტივით არ მოქმედებდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG