Accessibility links

site logo site logo

ბელარუსში ჟურნალისტ არტიომ მაიოროვს 15 დღით პატიმრობა მიუსაჯეს


21 მაისს მინსკის რაიონულმა სასამართლოს მოსამართლე ტატიანა მატილმა, 15 დღე-ღამით პატიმრობა შეუფარდა გაზეთ „ბელარუსისა და ბაზრის“ ჟურნალისტ, არტიომ მაიოროვს, რომელიც ბრალდებულია „წვრილმანი ხულიგნობისთვის“.

იგი მილიციამ სხვა რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად დააკავა 18 მაისს, როდესაც ბელარუსის უდიდესი დამოუკიდებელი პორტალის Tut.b-ის მინსკის ოფისთან სამართალდამცველთა ჩხრეკის გასაშუქებლად იმყოფებოდა.


დაკავებულთა უმრავლესობა 72 საათიანი ვადის გასვლის შემდეგ გაათავისუფლეს, არტიომ მაიოროვის კი მოსამართლემ 15 დღიანი პატიმრობა შეუფარდა იმის გამო, რომ „აგინა და ხელებს უქნევდა“ მილიციის თანამშრომელს, რომელიც მასთან „პროფილაქტიკური მუშაობის ჩატარებას“ ცდილობდა.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია თავად პორტალ Tut.by-ის დაკავებულ ათობით თანამშრომლის ბედი, რომლებიც სამი დღის შემდეგ ან უნდა გაათავისუფლონ, ან ბრალი უნდა წაუყენონ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG