Accessibility links

site logo site logo

ენმ პარლამენტში შესვლის (არშესვლის) საკითხზე კონსულტაციებს გააგრძელებს


ნიკა მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია კიევიდან დაბრუნდა, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.

როგორც მელიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უთხრა ჟურნალისტებს, ჯერჯერობით პარტიის წევრების პარლამენტში შესვლის საკითხზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული.

„გათავისუფლების დღიდან ვთქვი, რომ დამჭირდება დრო [გადაწყვეტილების მისაღებად]. ეს შეიძლება იყოს ორი კვირა ან 20 დღე. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე, რომ არ ვიჩქარე. პირველ რიგში პატივისცემის ღირსი არის ყველა ჯგუფი, ვინც ბლოკი „ნაციონალური მოძრაობის“ ფარგლებში არის გაერთიანებული. სამი თვე, როდესაც არ მქონია შესაძლებლობა მათთან ურთიერთობის, ვინმეს თუ ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ მე გამოსვლისთანავე სამ დღეში ან მეორე დღესვე განცხადებას გავაკეთებდი კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, უბრალოდ მიმაჩნია, რომ არასწორად ავითარებდნენ მათ მოსაზრებას. ეს რომ გამეკეთებინა, მერწმუნეთ, ძალიან გაუმართლებელი ნაბიჯი იქნებოდა ჩემი მხრიდან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუნდაც ციხეში ყოფნის დროს არ მქონდა ჩამოყალიბებული პოზიცია პარლამენტში ბრძოლის გაგრძელება თუ არგაგრძელებასთან დაკავშირებით. მქონდა, მაგრამ ეს პერიოდი დიახაც ამისთვის გამოვიყენე“, - თქვა ნია მელიამ.

ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მნიშვნელოვანი იყო, რომ მასსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ყოფილიყო ურთიერთგაგება.

„ყოფილა და იქნება საკითხები სადაც აზრთა სხვადასხვაობა იარსებებს, მაგრამ ძალიან მოხარული ვარ რომ ყველა ფუნდამენტურ საკითხზე ჩვენ ვთანხმდებით, იმიტომ, რომ არის საღი აზრი“, - აცხადებს ნიკა მელია.

პოლიტიკოსმა სააკაშვილთან შეხვედრის მიზანშეწონილობის შესახებაც ილაპარაკა. ის აღნიშნავს, რომ ხვდება „ნაციონალური მოძრაობის“ რიგით წევრებს, რაიონული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ეკითხება აზრს და ბუნებრივია, რომ შეხვდა მიხეილ სააკაშვილს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG