Accessibility links

site logo site logo

სალომე ზურაბიშვილი მიესალმება „ისრაელსა და „ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტას" 


სალომე ზურაბიშვილი

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას „ტვიტერზე" გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„მივესალმები ცეცხლის შეწყვეტას ისრაელსა და ჰამასს შორის, რაც მიზნად ისახავს მომაკვდინებელი და ტრაგიკული საბრძოლო მოქმედებების დასრულებას. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მშვიდობამ გაიმარჯვოს და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შენარჩუნდეს", - წერს პრეზიდენტი.

ისრაელი და ორი პალესტინური დაჯგუფება „ჰამასი“ და „ისლამური ჯიჰადი“ შეთანხმდნენ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე, რომელიც ძალაში შევა 21 მარტს, ევროპის დროით შუაღამის 2 საათზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG