Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 ივნისიდან ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მასშტაბური სამხედრო წვრთნა იწყება


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შეიარაღებული ძალები სამხედრო სწავლების ზაფხულის სეზონზე გადადის. ოსური მედიის ცნობით, მასშტაბური სამხედრო სწავლებები 1 ივნისიდან დაიწყება. მანამდე კი დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, იარაღის, სამხედრო და სპეციალური აღჭურვილობის და ასევე სამხედრო ტექნიკის შემოწმება მიმდინარეობს, რათა პირველ ივნისამდე, გამოვლენილი ხარვეზების და გაუმართაობები გამოსწორდეს. შემოწმების დროს პერსონალი ტაქტიკური და ტაქტიკური მახასიათებლების ცოდნისთვის ტესტებს ჩააბარებენ.

ოკუპირებული რეგიონის თავდაცვის სამინისტროში ისიც განმარტეს, რომ პირველ ივნისამდე, სამხედრო სწავლებების დაწყებამდე, პირადი შემადგენლობა, პერსონალი და სამხედრო შეიარაღება და ტექნიკა მზადყოფნაში იქნება.

საოკუპაციო და დე ფაქტო შეიარაღებული ძალები კონფლიქტის ზონაში ხშირად ატარებენ სამხედრო სწავლებებს, წვრთნები ყოფილი ქართული სოფლის ძარწემის ადგილზე მოწყობილ პოლიგონზე იმართება ხოლმე. სროლის და აფეთქებების ხმა კი იმდენად ძლიერია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კარგად ისმის, განსაკუთრებით, ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფლებში ერგნეთსა და ნიქოზში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG