Accessibility links

site logo site logo

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა გადაწყვიტეს, უარი თქვან წიაღისეულ ენერგომატარებლებზე


„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეთანხმდნენ, წლის ბოლომდე შეწყვიტონ ქვანახშირის პროექტების დაფინანსება და თანდათან შეაჩერონ დანარჩენი წიაღისეული ენერგომატარებლების, მათ შორის ნავთობისა და გაზის, მხარდაჭერა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება დასკვნით კომუნიკეზე დაყრდნობით. ამგვარი სტრატეგიის მიზანია, გლობალური ტემპერატურის მატება ცელსიუსით 1,5 გრადუსით შეიზღუდოს.

ამავე დროს „დიდი შვიდეულის“ მთავრობებს გადაწყვეტილი აქვთ, მათმა პარტნიორებმაც მისდიონ მათ მაგალითს და უკვე 2030 წლისთვის გადავიდნენ სატრანსპორტო საშუალებებზე ნულოვანი ემისიით.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა დაადასტურეს პარიზის ხელშეკრულების ერთგულება. დოკუმენტის თანახმად, 2025 წლისთვის კლიმატის დასაცავად ყოველწლიურად 100 მილიარდი დოლარი გამოიყოფა. მარტო აშშ-ის პროგრამა „ახალი მწვანე გარიგება“ ორ ტრილიონ დოლარად ფასდება. აშშ-ის საბოლოო მიზანია, „2035 წლისთვის 100%-ით სუფთა ელექტროენერგიას“ მიაღწიოს.

როგორც Reuters-ი აღნიშნავს, „დიდი შვიდეულის“ გადაწყვეტილების ფონზე, უარი თქვას წიაღისეულ ენერგომატარებლებზე, სულ უფრო „იზოლირებული“ რჩებიან ჩინეთი და ის ქვეყნები, რომლებსაც არ სურთ მიუერთდნენ ტრანსატლანტიკურ ეკოლოგიურ კურსს. დროთა განმავლობაში ეს ქვეყნები წააწყდებიან სულ უფრო მეტ ზეწოლას, რომლის მიზანი იქნება მათი იძულება, მოახდინონ ეკონომიკის დივერსიფიკაცია, ნათქვამია Reuters-ის პუბლიკაციაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG