Accessibility links

site logo site logo

ქაბულის სკოლასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100-ს მიაღწია


ავღანეთის დედაქალაქ ქაბულის სკოლასთან მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100-ს მიაღწია. ორი კვირის წინათ მომხდარი ამ თავდასხმის შედეგად დაჭრილია 160 ადამიანი, იტყობინება ავღანეთის მეორე ვიცე-პრეზიდენტი სარვარ დანიში.

8 მაისს ქაბულის ერთ-ერთი სკოლის შენობასთან სამი მძლავრი აფეთქება მოხდა, როცა სკოლის მოსწავლეები შენობიდან გამოდიოდნენ. თავდასხმა მოხდა ძირითადად შიიტებით დასახლებულ დაშთ-ე-ბარჩის რაიონში, სადაც ჰაზარების უმცირესობა ცხოვრობს.

უკანასკნელი წლების განმავლობაში ამ რაიონში ასობით ჰაზარი ემსხვერპლა ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმებს.

დანიშის ოფისის თანახმად, 8 მაისის აფეთქებების შედეგად დაჭრილთა შორის ბევრის მდგომარეობა კრიტიკული იყო. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მსხვერპლის რიცხვი განაგრძობს ზრდას.

ეს ერთ-ერთი ყველაზე უფრო მსხვერპლიანი თავდასხმა იყო მას შემდეგ, რაც 2001 წელს აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედმა კოალიციამ თალიბები განდევნა ხელისუფლებიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG