Accessibility links

site logo site logo

იტალიაში საბაგირო გზაზე ავარიის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა


კვირას იტალიაში ცხრა ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც კაბინა ჩამოვარდა საბაგირო გზაზე, რომელიც ლაგო მაჯორეს ტბის სანაპიროს ალპებში მდებარე მონტერონეს მთასთან აკავშირებს. მასში 11 ადამიანი იმყოფებოდა. გადარჩა ორი ბავშვი, რომლებიც დაშავებული არიან.

ბაგირი მაშინ გაწყდა, როცა კაბინა გზის ბოლოს იმყოფებოდა. ის 10 მეტრის სიმაღლიდან მოწყდა. ტრაგედიის დეტალებს აზუსტებენ. ეს საბაგირო გზის ერთ-ერთი პირველი რეისი იყო მას შემდეგ, რაც კორონავირუსთან დაკავშირებული აკრძალვები გაუქმდა. როგორც იტყობინებიან, მსხვერპლის რაოდენობა უფრო მეტი შეიძლებოდა ყოფილიყო - კაბინა 40-მდე ადამიანს იტევს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG