Accessibility links

site logo site logo

ავღანეთის არმიასა და თალიბანს შორის შეტაკებები მოხდა ქაბულთან ახლოს


ავღანეთის სამთავრობო ძალებსა და თალიბანის ექსტრემისტებს შორის შეტაკებები მოხდა ერთ-ერთი პროვინციის დედაქალაქში, რომელსაც 120-მდე კილომეტრი აშორებს ქაბულს - იუწყებიან ოფიციალური პირები და თვითმხილველები 24 მაისს.

ავღანეთში გახშირდა ძალადობა მას შემდეგ, რაც 1 მაისს აშშ-ის ძალებმა ქვეყნიდან გასვლის პროცესის ბოლო ფაზა დაიწყეს. ექსტრემისტები ცდილობენ ახალ ტერიტორიებს დაეპატრონონ.

მწვავე შეტაკებები მოხდა 23 მაისს, საღამოს, 140,000-მდე მოსახლის მქონე ქალაქ მიჰთარლამის მისადგომებთან, რომელიც აღმოსავლეთის პროვინცია ლაღმანის დედაქალაქია. ექსტრემისტები თავს დაესხნენ ცენტრალურ ციხეს, სანამ მათ უსაფრთხოების ძალები განდევნიდნენ.

ერთ მონაკვეთში ობიექტზე პირადი კონტროლი დაამყარა თავდაცვის მინისტრმა, იასინ ზიამ - აცხადებენ ოფიციალური პირები. "დამატებითი ძალების მოსვლის შემდეგ, მტერმა მძიმე დარტყმა მიიღო" - აცხადებს ზია ვიდეომიმართვაში.

ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სამსახურეობრივი გულგრილობის ბრალდებით დაპატიმრებულია ავღანეთის ძალების 100-მდე წევრი, რომლებიც ქაბულში გადაიყვენეს თავდასხმის მოგერიების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG