Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიაგარის ჩანჩქერს საქართველოს დროშის ფერებით გაანათებენ


საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, სახელმწიფო დროშის ფერებით განათდება ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მაღალი ჩანჩქერი ნიაგარა. კანადასა და აშშ-ს შორის მდებარე ჩანჩქერი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობაა.

კანადაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ჩანჩქერი საქართველოს დროშის ფერებით განათდება 26 მაისს, ადგილობრივი დროით 21:45 საათზე.

საელჩოს ცნობითვე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქვეყნის სახელმწიფო დროშებს აღმართავენ კანადის დედაქალაქ ოტავას მერიის წინ და ქალაქ ტორონტოს მერიის თავზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG