Accessibility links

site logo site logo

პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტა სამ დეპუტატს


საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა სამი პარლამენტარის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. მეათე მოწვევის პარლამენტის წევრები აღარ იქნებიან ირაკლი სესიაშვილი და მარიამ ქვრივიშვილი "ქართული ოცნებიდან" და სალომე მუჯირი პარტია "გირჩიდან".

ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტი მას შემდეგ დატოვა, რაც პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობა დაიკავა, მარიამ ქვრივიშვილი კი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. რაც შეეხება სალომე მუჯირს, როგორც პარტიის წევრი იაგო ხვიჩია განმარტავს, ის თავიდანვე ფორმალურად იყო სიაში იმის გამო, რომ კვოტირების კანონი პარტიებს ყოველ მესამე განსხვავებული სქესის წარმომადგენლის ჩასმას ავალდებულებს საარჩევნო სიაში და მისი მიზანი პარლამენტში ყოფნა არ ყოფილა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG