Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდები დაშავდნენ ცხინვალში „ბოლო ზარის" აღნიშვნისას


ცხინვალი-ტბეთის გზაზე მომხდარ ავარიისას 3 მოზარდი დაშავდა. სააგენტო „რესის" ცნობით, შემთხვევა დღეს სოფელ ხეთაგუროვოს სიახლოვეს მოხდა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შს სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ავტომანქანას 15 წლის მოზარდი მართავდა. ის თანაკლასელებთან ერთად ავტომანქანით გადაადგილდებოდა. გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მანქანა ჯერ განათების ბოძს, შემდეგ კი, ხეს შეეჯახა.

მანამდე კი დილით დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტრომ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ „ბოლო ზართან" დაკავშირებით ჩატარდებოდა რეიდები, გზებზე მოეწყობოდა დამატებითი საგუშაგოები. 25 მაისს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სკოლებში სასწავლო წელი დასრულდა. ოკუპირებულ რეგიონში სკოლა 500-მდე მოსწავლემ დაასრულა. დე ფაქტო შსს კი განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანეს.

დე ფაქტო შსს-ს ცნობით, 25 მაისს გზებზე ჩატარებული რეიდების დროს გამოავლინეს შვიდი შემთხვევა, როცა სატრანსპორტო საშუალებებს არასრულწლოვნები მართავდნენ. მათ მანქანები ჩამოართვეს და საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG