Accessibility links

site logo site logo

26 მაისი ფასადური დღესასწაული


ავტორი: გიორგი ბაბუციძე

ზუსტად 100 წლის წინ საქართველოს ისტორიაში პირველად შეიქმნა დემოკრატიული რესპიბლიკა რომელაც დაამკვირდა საპარლამენტო დემოკრატია, სოციალური სახელმწიფო, საყოველთაო საარჩევნო უფლება გენდერული თანასწორობით, ეს იყო იმ პერიოდის პროგრესულობის ნიმუში. მაგრამ რად არის ქცეული 26 მაისის აღნიშვნა, მილიტარისტული მარშებით, საუბრები იმაზე რომ ნატოსკენ მივიწევთ, გამოვლენ გაცვეთილი პოლიტიკოსები გაიხსენებენ 100 წლის უკან მომხდარ ფაქტს და არავინ იტყვის იმას რომ მაშინდელი პოლიტიკა იდეოლოგიასა და შინაარსზე იდგა, რომელშიც ფუნდამენტურად იყო გაწერილი, მშრომელთა უფლებების დაცვა, სოლიდარობის პრინციპები და სოციალურ ზრუნვაზე ორიენტირებული სახელმწიფო. სახელმწიფოს პრიორიტეტი იყო კვლევა და მეცნიერების განვითარება, რისი მტკიცებულებაც იყო რომ რეგიონში პირველი უნივერსიტეტი ჩვენთან დაარსდა. იმის ნაცვლად რომ რეალურად გავიზიაროთ დამოუკიდებლობის იდეა, რომელსაც იგი ემყარება 26 მაისი იქცა ნაციონალური სენტიმენტების, კარნავალიზაციის დღედ. დაცლილი ყოველგვარი იდეისგან, ჩვენი საზოგადოება ძალიან შორსაა იმ იდეალისგან, რის საფუძველზეც შენდებოდა დემოკრატიული რესპუბლიკა 100 წლის წინ, მაშინ როცა სოციალურ-დემოკრატიულმა იდეებმა შექმნა დემოკრატიის საუკეთესო მოდელი იმ პერიოდის ევროპაში, დღეს ყველა ამ იდეებს ურტრირებს, ისტორიას სათავისოდ წარმოაჩენს და გაყალბებულს გვაწვდის. ერთადერთი რაზეც თანამედროვე საქართველოში მასიურად მიდის ზრუნვა, ნებისმიერი განსხვავებული ნიშნების, მარგინალიზაციაა, სოციალური დარვინიზმი ვულგარული კონკურენცის კულტურის დანერგვა, დასავლეთის ყალბი იმიტაცია, პატრიოტიზმის სახელით ძალადობა და კომფორტული კერების შექმნა, ეს ყველაფერი იდეალურად ხორციელედება

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG