Accessibility links

site logo site logo

„ღია რუსეთი“ საბოლოოდ წყვეტს საქმიანობას რუსეთის ტერიტორიაზე


არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია რუსეთმა“, რომელიც მიხაილ ხოდორკოვსკის სახელს უკავშირდება, თვითლიკვიდაცია გამოაცხადა. ამიერიდან წყდება მისი ყოველგვარი საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე, დაიხურა მის ყველა რაიონული განყოფილება და გაუქმდა ყველა თანაშმრომლის წევრობა.


ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ანდრეი პივოვაროვის, ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება კოლეგიალურად მიიღო „ღია რუსეთის“ საბჭომ, ხოლო გადაწყვეტილების მიზეზად დასახელდა არასასურველი ორგანიზციების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი სასჯელის მოსალოდნელი გამკაცრება.

„ღია რუსეთის“ კოორდინატორმა ტატიანა უსმანოვამ, თავის ფეისბუკში დაწერა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა „მომხრეთა დაცვის მიზნით“.

„ამჟამად სახელმწიფო სათათბიროში სასწრაფო წესით განიხილება სისიხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის შესწორება, რომლის თანახმად ჩვენი მუშაობა მომავალში უბრალოდ შეუძლებელი იქნება. ყველა კოორდინატორსა და მომხრეს დაემუქრება ციხეში 6 წლით ჩაჯდომის საფთხე. მალე ჩატარედება პარლამენტისა და რეგიონული ორგანოების არჩევნები. უეჭველია, რომ ყველას, ვინც კანდიდატურას დააყენებდა, ჩააჯენდნენ“, - განაცხადა „ღია რუსეთის“ კოორდინატორმა

ამ ინფორმაციიის კომენტირებისას რუსეთის პრეზიდენტის პრესმიდვანმა, დმიტრი პესკოვმა, განაცხადა, რომ ორგანიზაცია „ღია რუსეთის“ საქმიანობის შეწყვეტა არ მოასწავებს „პოლიტიკური ველის წმენდას“.

„პირიქით ის (პოლიტიკური ველი) მდიდარი და მრავალფეროვანია, ის ცოცხლობს, ვითარდება და დუღს წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში“, - განაცხადა პესკოვმა.


2019 წელს რუსეთის ხელისუფლებამ არასასურველთა სიაში შეიტანა ოცამდე სხვა არაკომერციულ ორგანიზაციასთან - „თანამედროვე რუსეთის ინსტიტუტის“, ჯორჯ სოროსის „ღია საზოგადოების ფონდის“ და „უკრაინელთა მსოფლიო კონგრესთან“- ერთად.

2021 წლის 18 თებერვალს რუსეთის, დონის როსტვის რეგიონულმა სასამართლომ 4 წლიანი პირობითი პატიმრობა მიუსაჯა ორგნიზაცია „ღია რუსეთის“ აქტივისტ, ანასტასია შევჩენკოს. სასამართლომ აქტივისტი დამნაშავედ სცნო ე.წ. არასასურველ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში.

რუსეთში „არასასურველი ორგანიზაციის“ შესახებ კანონი ძალაში შევიდა 2015 წლის მაისში და იგი არის იმ რეგულაციის ნაწილი, რითაც კრემლი ცდილობს საარსებო საშუალების გარეშე დატოვოს ბევრი არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG