Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხმაური გუმათში  - ვრცელდება ინფორმაცია აქციის ორი მონაწილის დაკავების შესახებ


ხმაური იყო ცოტა ხნის წინ სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული. „ნამახვანჰესის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები რკინის ბარიკადებზე მუშტებს აბრახუნებდნენ, რა დროსაც, პოლიცია ბარიკადების მეორე, აქციის მონაწილეების მხარეს გადავიდა.

იქ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ხელების მაღლა აწევით სამართალდამცველებს ანიშნეს, რომ მიეცათ ბარიკადებს მიღმა შესვლის უფლება, რაზეც მათ უარი მიიღეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეხლა-შემოხლისას ორი ადამიანი.

სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს სამმართველოს უფროსის მადონა ბასილაძის ინფორმაციით, ისინი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.

ადგილზე მუშაობს რადიო თავისუფლების ადგილობრივი კორესპონდენტი, რომლისგანაც ველით დაზუსტებულ ინფორმაციას.

რამდენიმე წუთის წინ ასევე გავრცელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაც, რომლითაც შსს გუმათში შეკრებილ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს შეკრებილებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

რამდენიმე წუთის წინ სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილიდან გადაიყვანა ერთი აქტივისტი, გიორგი ოძელაშვილი, რომელიც შეხლა-შემოხლის დროს ფიზიკურად დაშავდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG