Accessibility links

site logo site logo

ამირან გამყრელიძე "სინოფარმის" ვაქცინის მეორე დოზით აიცრა


საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინის, „სინოფარმის“ მეორე დოზა გაიკეთა. ამირან გამყრელიძე თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცრეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ვაქცინის პირველი დოზა 4 მაისს, საქართველოში „სინოფარმით“ იმუნიზაციის დაწყების პირველივე დღეს გაიკეთა.

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა 3 აპრილს მიიღო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ამ ვაქცინით, 28 მაისის დილის მდგომარეობით, აცრილია 44 105 ადამიანი, მათგან 3157 - ორივე დოზით.

წინასწარი ინფორმაციით, საქართველო ივნისში ელოდება „სინოფარმის“ 600 000-მდე ახალ დოზას. მათგან 100 000 „წითელმა ჯვარმა“ უნდა შემოიტანოს, 500 000-ს კი სახელმწიფო ყიდულობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG