Accessibility links

site logo site logo

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრების ორ უახლოეს შეხვედრას გამოტოვებს


ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მომდევნო ორ ამხანაგურ მატჩს ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე ჩაატარებს. ყაზანის „რუბინის“ ქართველი ლიდერი თბილისში მიმდინარე საწვრთნელ შეკრებაზე გუნდთან ერთადაა, მაგრამ, ახლად მოშუშებული ტრავმის გამო, მხოლოდ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს.

ნაკრების სამწვრთნელო შტაბი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის დატვირთვისგან თავს იკავებს, ტრავმის გამიზეზების რისკის გათვალისწინებით. თუმცა, ამ სიფრთხილის ერთ-ერთი მიზეზი ფეხბურთელის საკლუბო კარიერაცაა. 20 წლის ქართველი თავდამსხმელის გადაბირებით ევროპის რამდენიმე ძლიერი კლუბია დაინტერესებული. „რუბინის“ ხელმძღვანელობამაც დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და, დიდი ალბათობით, კვარაცხელია ყაზანს სანაკრებო მატჩების შემდეგ დატოვებს.

საქართველოს ნაკრებს წინ ორი გასვლითი მატჩი ელის. 2 ივნისს რუმინეთთან და 6 ივნისს - ნიდერლანდებთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG