Accessibility links

site logo site logo

ყაზახეთში ინიციატივა „ფემინიტას“ აქტივისტები დააკავეს


ჟანარ სეკერბაევი და გულზადა სერჟანი

ყაზახეთის სამხრეთში, ქალაქ შიმკენტში, პოლიციამ დააკავა ინიციატივა „ფემინიტას“ აქტივისტები, ჟანარ სეკერბაევი და გულზადა სერჟანი. მათ ჯერ თავს დაესხნენ, მოგვიანებით დააკავეს და მიიყვანეს პოლიციაში.

ქალების მიმართ აღიძრა სისხლის სამართლსი საქმე „ხელისუფლების წარმომადგენელთა შეურაცხყოფის“ მუხლით. ამის შესახებ ყაზახ ჟურნალისტებს უფლებათდამცველმა, ტატიანა ჩერნობილმა, უამბო.

აქტივისტებს შიმკენტის ერთ-ერთ სასტუმროში ადგილობრივ მცხოვრებ ქალებთან ლგბტ პირების უფლებებთან დაკავშირებით უნდა გაემართათ შეხვედრა. მაგრამ შეხვედრის ორგანიზატორები და დაახლოებით 20 მონაწილე არ შეუშვეს წინასწარ დაქირავებულ შენობაში.

„ქალები იძულებული გახდნენ გადენაცვლათ მახლობელ კაფეში, მაგრამ მათ დაედევნათ ისლამის მომხრე ადამიანების ბრბო, პოლიციელები და სამოქალაქო სამოსში მყოფი სამართალდაცველები. ისინი ჟანარსა და გულზადას როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად გაუსწორდნენ. კაფედან ისინი ხელში აყვანილი გაიყვანეს და პოლიციის ერთ-ერთ რაიონულ განყოფილებაში მიიყვანეს“, - აცნობა ტატიანა ჩერნობილმა მედიას.

მოგვიანებით უფლებათდამცველს დაუკავშირდა გამომძიებელი, რომელმაც აქტივისტების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ აცნობა.

„ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფა“ ისჯება 233 360 ტენგეს ($537) ჯარიმით ან 20 დღემდე გამოსასწორებელი შრომით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG