Accessibility links

site logo site logo

გიორგი ვაშაძე საშემოსავლო გადასახადების გადახდის კიდევ 6 თვით გადავადებას ითხოვს


„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 30 მაისის ბრიფინგზე ხელისუფლებას საშემოსავლო გადასახადების გადახდის კიდევ 6 თვით გადავადებისკენ მოუწოდა. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, ეკონომიკაში არაფერი გაუმჯობესებულა იმისთვის, რომ შეღავათები მოიხსნას.

„კოვიდ კრიზისამდე უმძიმესი პირობები იყო ეკონომიკაში. კოვიდკრიზისმა საერთოდ გააღარიბა და გაანადგურა ქართული ბიზნესი, დაგვაკარგვინა ბევრი სამუშაო ადგილი და რაც არის დარჩენილი, ახლა ამის შენარჩუნება არის ნომერ პირველი ამოცანა“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ და ეკონომიკის წინსვლის პირობად არსებული შეღავათების გახანგრძლივება მოითხოვა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG