Accessibility links

site logo site logo

კომპანია „ენკა” აქტივისტებს ძალისმიერი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს


კომპანია „ენკა რინიუებლზი", რომელიც მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას აწარმოებს, - „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით მოუწოდებს აქტივისტებს, შეწყვიტონ ძალისმიერი მოქმედებები, რათა თავიდან იყოს აცილებული ესკალაცია და დაპირისპირება.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ კერძო ტერიტორიაზე ძალისმიერი შეჭრა და საქმიანობის შეზღუდვა პროვოკაციული ქმედებაა და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.


„ჩვენ შეშფოთებას იწვევს, რომ ნამახვჰესის პროექტში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც კეთილსინდისიერად ასრულებენ თავის მოვალეობას, მუდმივად არიან ძალადობისა და თავდასხმის რისკის ქვეშ. იყო მათი სიტყვიერი თუ ფიზიკურ შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი. ნამახვანჰესის წინააღმდეგ ე.წ. მშვიდობიანი აქცია ძალადობრივ ნიშნებს იძენს. კომპანია „ენკას“ აღებული აქვს პასუხისმგებლობა დაიცვას თითოეული თანამშრომელი ნებისმიერი სახის საფრთხისა და პროვოკაციისგან. პროტესტის მონაწილე აქტივისტების მიერ გზების გადაკეტვა და კომპანიისათვის მოსამაზადებელი სამუშაოებისთვის ხელის შეშლა სცილდება პროტესტის გამოხატვის მშვიდობიან ფორმას“, - ნათქვამია „ენკას” განცხადებაში, რომელშიც კომპანია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მზად არის საქმიანი დიალოგისთვის ნებისმიერ კონსტრუქციულ ფორმატში.

სოფელ გუმათში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ვითარება პერიოდულად იძაბება. სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის იყო გარკვეული სახის ფიზიკური დაპირისპირება და შეხლა-შემოხლაც.


საპროტესტო აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ რიონის ხეობაში შესასვლელი გზები ჩაკეტილი აქვთ როგორც ქუთაისის, ასევე რაჭის მიმართულებებიდან და არ დაუშვებენ ხეობაში ჰესის მშენებელი კომპანიის, „ენკას“ სპეცტექნიკისა და ავტომანქანების გატარებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG