Accessibility links

site logo site logo

ირანი საფრანგეთის მოქალაქეს ჯაშუშობასა და "სისტემის საწინააღმდეგო პროპაგანდაში" ადანაშაულებს


ფრანგი ტურისტის, ბენიამინ ბრიერის ადვოკატი აცხადებს, რომ ერთი წლის წინ ირანში დაკავებულ მის კლიენტებს „სისტემის საწინააღმდეგო პროპაგანდასა“ და ჯაუშუშობაში წაუყენეს ბრალი.

ბრიერის ადვოკატ საიდ დეჰგანის თქმით, 30 მაისს ირანის ხელისუფლებამ აცნობა, რომ საქმეზე გამოძიება დასრულდა და პროკურორებმა დაადასტურეს ბრალდება.


35 წლის საფრანგეთის მოქალაქე, ბენიამინ ბრიერი ირანში 2020 წელს დააკავეს, როდესაც ირან-თურქმენეთის საზღვრის აკრძალულ მონაკვეთზე ჰაერიდან დრონის საშუალებით ფოტოგადაღებას აწარმოებდა.

ჯაშუშობისათვის ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საფრანგეთის მოქალაქეს ირანში სიკვდილით დასჯა ემუქრება. ხოლო მეორე ბრალდება, „სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდა“, ირანში სამი თვიდან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.


ბენიემინ ბრიერის მიმართ წაყენებული ბრალდებები ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღის წინ ფრანგულმა გამოცემა Le Point-მა გამოაქვეყნა ბრიერის დის, ბლანდინ ბრიერის ღია წერილი საფრანგეთის პრეზიდენტისადმი, რომელსაც მოუწოდებს დაიხსნას პატიმრობიდან მისი ძმა.

წერილში ბლანდინ ბრიერი „უსაფუძვლოს“ უწოდებს მის ძმის წინააღმდეგ ბრალდებებს და წერს, რომ ბენიამინ ბარიერი გადაიქცა „მოლაპარაკების იარაღად“ დასავლეთსა და ირანს შორის ბირთვული პროგრამის გამო წარმოქმნილი დაძაბულობის ფონზე.

საფრანგეთის მოქალაქის ადვოკატის თანახმად, „სისტემის საწინააღმდეგო პროპაგანდაში“ ბენიამინ ბრიერის ბრალდება ეფუძნება ფრანგი ტურისტის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, რომელშიც იგი თითქოს აღნიშნავდა, რომ ირანის გარდა ჰიჯაბის ტარება სავალდებულოდ არც ერთ სხვა ისლამურ სახელმწიფოში არ ითვლებაო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG