Accessibility links

site logo site logo

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები „ენკას“ ბაზასთან ვითარებას აკონტროლებენ


სოფელ გუმათში, კომპანია „ენკას“ სამშენებლო ბაზასთან დილიდან არიან შეკრებილი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები. მათი განცხადებით ტერიტორიაზე არა შეუშვებენ „ენკას“ სამშენებლო ტექნიკასა და სამუშაოების მწარმოებლებს.

აქციის მონაწილის მარიტა მუსელიანის თქმით, ამ დრომდე ადგილზე სამშენებლო ტექნიკა არ გამოჩენილა. აქციის ორგანიზატორები ცდილობენ ვითარების კონტროლს, რათა მოქმედებები არ გასცდეს კანონის ფარგლებს.

„ტექნიკა ჯერჯერობით არ გამოჩენილა, ამიტომ რამე საფუძველი, ახლა მანქანები ვამოწმოთ, ვინმეს მანქანაში ხო არ ზის ან მით უმეტეს, პოლიციის, არ გვაქვს. ვეცდებით, ყველანაირად გავაკონტროლოთ ისე, რომ კანონის ფარგლებიდან არ გავიდეთ. დესტრუქციაში გადასვლა ჩვენთვის მიუღებელია. ისეთ გართულება, რომ ამას ადამიანების დაკავება მოჰყვეს და პროტესტმა სახე ვერ შეინარჩუნოს. ჩვენ ვეცდებით ეს სახე შენარჩუნებული გვქონდეს და არ დაიკარგოს ჩვენი აქციების ის მშვიდობიანი ხასიათი რაც აქამდე გვქონდა“,- – აღნიშნა მარიტა მუსელიანმა.

ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებმა გუმათში არ შეუშვეს ერთი ავტომობილი, რომელშიც, მათი თქმით, სავარაუდოდ უცხოელები ისხდნენ და შესაძლოა ისინი „ენკას“ წარმომადგენლები ყოფილიყვნენ.

ასევე ავტომობილები, რომლებშიც კომპანია "ენკას" დაცვის სამსახურის თანამშრომლები ისხდნენ.

მუნიციპალური ტრანსპორტის და ადგილობრივი მოქალაქეების გადაადგილებას აქციის მონაწილეები არ აფერხებენ.

რიონის ხეობაში ასევე შევიდა პოლიციის რამდენიმე ათეული ავტომობილი.

მე-6 დღეა, რაც რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები, თბილისს გამართუი აქციების შემდეგ ხეობაში დაბრუნდნენ და ასე აპროტესტებენ "ნამახვანჰესის" მშენებლობას.

210 დღეზე მეტია, რაც აქციები უწყვეტად გრძელდება.

აქციის მონაწილეებს ხეობაში შესვლას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს რკინის ჯებირებით უკრძალავს.

კომპანია „ენკა რინიუებლზმა", რომელიც მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას აწარმოებს, 30 მაისს განცახდება გაავრცელა და აქტივისტებს მოუწოდა, შეწყვიტონ ძალისმიერი მოქმედებები, რათა თავიდან იყოს აცილებული ესკალაცია და დაპირისპირება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG