Accessibility links

site logo site logo

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 360 ადამიანს, გარდაიცვალა - 16


საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 16 პაციენტი.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 12 207 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 360 შემთხვევა.

დადებითობის მაჩვენებელია:

  • დღიური - 2,95%;
  • ბოლო 7 დღის - 2,8%;
  • ბოლო 14 დღის - 3,41%.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 1195 პაციენტი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 343 963​შემთხვევა. მათგან 327 618​ გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 4773 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG