Accessibility links

site logo site logo

გომელაურის თქმით, აქციების ტარებას ჯობს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში იყოს


შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, შევიდეს პარლამენტში, პოლიტიკისადმი ჯანმრთელი მიდგომაა და გარედან მიტინგების მოწყობას სჯობს. ასე შეაფასა მან ოპოზიციური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება, შეუდგეს საპარლამენტო მუშაობას.

„რა თქმა უნდა, მივესალმები, კარგია, რომ შევიდა. ჩემი პირადი აზრია, გარეთ ყოფნას და გარედან აქციების ტარებას, ჯობია შიგნით იყვნენ და შიგნით იკამათონ, შიგნით იმსჯელონ, უფრო კარგი იქნება და უფრო ჯანმრთელი მიდგომაა პოლიტიკისთვის, ვიდრე გარედან მიტინგების და ა.შ. არეულობების მოწყობები“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლას მარცხად აფასებს და ამბობს, რომ "შარლ მიშელის დოკუმენტზე" ხელმოწერის გარეშე მათ ამ ნაბიჯს აზრი არ აქვს. მან ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია დოკუმენტზე ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ ჩაერთვება ვერცერთ სამუშაო ჯგუფში, რომელიც სასამართლო და საარჩევნო რეფორმებზეა შექმნილი.

გუშინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადაწყვიტა, რომ დაიწყებდა საპარლამენტო საქმიანობას, თუმცა ხელს არ მოაწერდა "შარლ მიშელის შეთანხმებას".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG