Accessibility links

site logo site logo

საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირს სთხოვენ ვაქცინის მიწოდებაში დახმარებას


საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრებმა ერთობლივი წერილით მიმართეს ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს.

პრემიერ-მინისტრები ევროკავშირს სთხოვენ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მხარდაჭერას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით უზრუნველყოფაში.

ისინი აღნიშნავენ პანდემიის დაწყების დღიდან ევროკავშირის მიერ პარტნიორი ქვეყნებისადმი გაწეულ მყისიერ დახმარებას COVID-19-თან და იმ სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებთან ბრძოლის პროცესში, რაც პანდემიამ გამოიწვია.

წერილში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ მიმდინარე ეტაპზე პანდემიის დამარცხებაში მასობრივ, უსაფრთხო ვაქცინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მიმართავს ევროკომისიას თხოვნით, რომ ევროკავშირმა საკუთარი „ვაქცინების გაზიარების მექანიზმი“ გაავრცელოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზეც, რაც სხვა წყაროებიდან მიღებულ ვაქცინებთან ერთად, დაეხმარება ამ ქვეყნებს, დროულად შეავსონ ვაქცინების მარაგი. მთავრობის ხელმძღვანელები გამოთქვამენ მზადყოფნას, გააგრძელონ ევროკომისიასთან მუშაობა ამ მიმართულებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG