Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ ბელარუსის ოფიციალურ პირებს შეუზღუდა წვდომა შტაბ-ბინაზე


ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ალიანსში ბელარუსის დიპლომატიური მისიის თანამშრომლებს შეეზღუდებათ წვდომა შტაბ-ბინაზე, მას შემდეგ, რაც ბელარუსმა სამგზავრო თვითმფრინავი აიძულა მინსკში დაფრენილიყო და დააპატიმრა ბორტზე მყოფი დისიდენტი ჟურნალისტი.

"გადავწყვიტეთ შევუზღუდოთ წვდომა ბელარუსის თანამშრომლებს ნატოს შტაბ-ბინაზე, გამომდინარე შტაბ-ბინაში უსაფრთხოების ზომების ჩვენი შეფასებიდან" - უთხრა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს 31 მაისს, ნატოს თავდაცვის და საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.

იუწყებიან, რომ ზომა შეეხება ბელარუსის ელჩს და კიდევ ოთხ დიპლომატს. ვრცელდება ნატოს ოფიციალური პირის სიტყვები, რომ "მათ შენობაში შესვლა კვლავ შეუძლიათ, მაგრამ მხოლოდ როგორც სტუმრებს, ერთდღიანი საშვით და ესკორტით".

ბელარუსი ნატოს წევრი არ არის, მაგრამ სამხედრო ალიანსში დიპლომატიური მისია 1998 წლიდან ჰყავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG