Accessibility links

site logo site logo

ბათუმის სამკერვალო ფაბრიკის თანამშრომელთა ინტოქსიკაციის გამო ორ ობიექტს ამოწმებენ


ბათუმში მდებარე სამკერვალო ფაბრიკაში "ფასტ თრექ ტექსტილე" 40-ზე მეტი თანამშრომელი მოიწამლა. ისინი ადგილობრივ კლინიკებში მოათავსეს.

წინასწარი ინფორმაციით, ინტოქსიკაციის მიზეზი შესაძლოა, საკვები იყოს. ფაბრიკას, სადაც 400 ადამიანია დასაქმებული, მზა საკვებს აწვდის კომპანია "ანკარა ქეითერინგი".

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანახმად, ინსპექტირების ჯგუფები ორივე ობიექტს ამოწმებენ. აღებული ნიმუშები საკვლევად ლაბორატორიაში გაიგზავნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG