Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთი და იტალია მოზარდებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას იწყებენ


რუმინეთი და იტალია იწყებენ მოზარდების აცრას კორონავირუსის საწინააღმდეგი BioNTech/Pfizer-ის ვაქცინით მას შემდეგ, რაც ევროპის მარეგულირებელმა კომისიამ 31 მაისს დაამტკიცა ვაქცინის გამოყენება 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.


მანამდე ერთი კვირით ადრე, ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციას ევროპის მედიკამენტების სააგენტომ (EMA) „მწვანე შუქი“ აუნთო. ამგვარად, ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოს აქვს უფლება, განახორციელოს მოზარდთა ვაქცინაციის საკუთარი კამპანია.


რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ფლორინ კიცუმ განაცხადა, რომ 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებს 1 ივნისიდან შეეძლებათ COVID-19-ის საწინააღმდეგო აცრის ჩატარება. ანალოგიური განცხადება გააკეთა იტალიის მთავრობამაც.

მანამდე ამ კატეგორიის მოზარდების BioNTech/Pfizer-ის ვაქცინით აცრა შემოიღეს აშშ-მა და კანადამ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG