Accessibility links

site logo site logo

მაკრონმა აზერბაიჯანს მოუწოდა, გაიყვანოს ჯარები სომხეთის ტერიტორიიდან


საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისა (მარცხნივ) და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა. პარიზი, 1 ივნისი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აზერბაიჯანს მოუწოდა, გაიყვანოს ჯარები „სომხეთის სუვერენული ტერიტორიებიდან“ მას შემდეგ, რაც ახლახან მომხდარი სასაზღვრო ინციდენტების სერიის შემდეგ ერევანსა და ბაქოს შორის კვლავ დაიძაბა ვითარება.

1 ივნისს პარიზში, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე, მაკრონმა ასევე მოუწოდა ორ ქვეყანას, მოლაპარაკებების საფუძველზე მოახდინონ საზღვრების დემარკაცია.

რეგიონში დაძაბულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ერევანმა აზერბაიჯანის ჯარები დაადანაშაულა ტერიტორიული პრეტენზიის გამო სომხეთის სამხრეთ საზღვრების გადაკვეთაში.

აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ მისმა ჯარებმა საკუთარ მხარეს დაიკავეს პოზიციები. მას შემდეგ ორი მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს სასაზღვრო ინციდენტებში.

უკანასკნელ დაპირისპირებამდე ექვსი თვით ადრე სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიეს ექვსკვირიანი სამხედრო შეტაკებების შემდეგ, რომელმაც მინიმუმ 6900 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კონფლიქტი ნოემბერში დასრულდა მოსკოვის შუამავლობით მიღწეული საზავო შეთანხმებით. შეთანხმების ძალით, სომხეთმა დათმო მთელი რიგი ტერიტორიები, რომლებსაც ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ ათწლეულების განმავლობაში. სამშვიდობო შეთანხმების დაცვას მეთვალყურეობას უწევს რუსეთის 2000-კაციანი სამშვიდობო კონტინგენტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG