Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა შეაჩერა ნავთობის ჭაბურღილების ლიცენზიები ალასკის არქტიკულ ნაკრძალში


შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ის შეაჩერებს ნავთობისა და გაზის ლიცენზიებს ალასკის ველური ბუნების ეროვნულ ნაკრძალში, რითაც გააუქმებს წინამორბედის, დონალდ ტრამპის მოქმედებას, რომელმაც ხელუხლებელ გარემოში ჭაბურღილების უფლება გასცა.

შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა, რომელიც შეერთებულ შტატებში ფედერალურ მიწებსა და ეროვნულ რესურსებს განაგებს, 1 ივნისს განაცხადა, რომ მან შეატყობინა მოიჯარეებს, ასევე ალასკის შტატის სააგენტოს, ლიცენზიების შეჩერების შესახებ, ტრამპმა ალასკაში გეგმის შესახებ გასულ ნოემბერს გამოაცხადა, მალევე მას შემდეგ, რაც წააგო არჩევნები ბაიდენთან.

უზარმაზარ ველურ გარემოში ნავთობის 11 ნაკვეთი იანვარში გაიყიდა. ნავთობის მსხვილმა კომპანიებმა ვაჭრობაში მონაწილეობა არ მიიღეს. შინაგან საქმეთა დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ის ჩაატარებს წინა ადმინისტრაციის ეკოლოგიური ანალიზის „სამართლებრივი ნაკლოვანებების“ განხილვას და დაადგენს - ეს იჯარები ძალაში დარჩება, გაუქმდება, თუ დაექვემდებარება შემარბილებელ ზომებს.

ეს ქმედება არის ნაწილი ბაიდენის ძალისხმევისა, შეზღუდოს ნავთობისა და გაზის მოპოვება სახელმწიფო მიწებზე. ბაიდენის ადმინისტრაცია ესწრაფვის შემცირდეს ნახშირბადის წარმოება, გაძლიერდეს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა. მან ასევე შეაჩერა გაზისა და ნავთობის ყველა ახალი იჯარა ფედერალურ მიწებსა და წყლებზე, რომლებიც შეერთებული შტატების ნავთობის მეოთხედის წყაროს წარმოადგენს. არქტიკის ველური ბუნების ეროვნული ნაკრძალი თეთრი დათვების, კარიბუების, გადამფრენი ჩიტების და ველური ბუნების სხვა სახეობების უზარმაზარი ხელუხლებელი ბუნებრივი გარემოა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG