Accessibility links

site logo site logo

„რიონის ხეობის მცველების" აქციას შეუერთდა ყოფილი დეტექტივი ზურაბ ხმელაძე


ზურაბ ხმელაძე

სოფელ გუმათში ჩავიდა და „რიონის ხეობის მცველებს" სოლიდარობა გამოუცხადა იმერეთის სამხარეო პოლიციის უკვე ყოფილმა თანამშრომელმა ზურაბ ხმელაძემ. მან აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ მათთან ერთად გაათენებს ღამეს და ბოლომდე მათთან იქნება.

მან 1 ივნისს „მთავარ არხთან“ განმარტა, რომ არ აპირებს შეასრულოს „უკანონო დავალება“ და შეუზღუდოს გადაადგილება ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს.

სოფელ გუმათში სამი თვეა რკინის კედელი აღმართეს და მას შემდეგ იქ სამართალდამცველები მორიგეობენ. პოლიცია ჯებირს მიღმა არ უშვებს რიონის ხეობის მცველებსა და მათი მხარდამჭერებს, რომლებიც 218 დღეა, ნამახვანჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და კვირაზე მეტია, რაც პროტესტის ნიშნად ყოველ საღამოს რამდენიმე საათის განმავლობაში შეუჩერებლად აბრახუნებენ რკინის კედელზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG