Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა უარს ამბობს, რომ მასზე ამნისტიის კანონი გავრცელდეს


ძალადობაში ბრალდებული გიგი უგულავა უარს ამბობს, რომ მასზეც გავრცელდეს ამნისტიის კანონი. უარი უგულავამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც ეს საკითხი პროკურორმა დააყენა.

2021 წლის 11 იანვარს მიღებული ამნისტიის კანონი შეეხო 2020 წლის 11 დეკემბრამდე 70-ზე მეტი მუხლით ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულს. ამ კანონის მიხედვით, ძალადობაში ბრალდებული პირის ამნისტირება შეიძლება, თუ დაზარალებული ამ საკითხს თანხმდება.

პროკურორის თქმით, საქმეში დაზარალებული თანახმა იყო, ჩართულიყო სასამართლო სხდომაზე და საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა.

"თუ ჩემზე არის დამოკიდებული, მე არანაირ ამნისტიას არ ვიღებ. ამ შემთხვევში მე ვარ დაზარალებული და სისტემა ძალადობს ჩემზე", - თქვა უგულავამ.

ინციდენტი, რომლის გამოც უგულავას ასამართლებენ, 2019 წლის დეკემბერში მოხდა - გიგი უგულავა და მისი თანაპარტიელი გოკა გაბაშვილი საზღვარგარეთ მიდიოდნენ. როგორც უგულავა ჰყვება, აეროპორტის საპასპორტო კონტროლის ზონაში თავს ორი პირი დაესხა - საბა (ბადრი) გავაშელიშვილი და დავით პარკაძე. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლი დაიწყო და ძიუდოისტის ჩვენების საფუძველზე ბრალი უგულავას წაუყენეს, გაბაშვილი კი დაზარალებულად სცნეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG