Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარი დოლართან 7 თეთრით გამყარდა, ევროსთან - 8-ით


ლარი გამყარების ტენდენციას განაგრძობს და 40-ზე მეტ ვალუტასთან, მათ შორის ევროსთან და დოლართან გამყარდა. ხვალიდან ლარი დოლართან 7 თეთრით გამყარებული იქნება, დოლართან 8-ით.

ხვალინდელი ლარის კურსი:

  • $1 - 3,1524 ლარი;
  • €1 - 3,8425 ლარი.

ლარი დოლართან ასეთი გამყარებული 2020 წლის 16 სექტემბრის შემდეგ (3,1547) არ ყოფილა, ევროსთან კი 2020 წლის 4 ნოემბრის შემდეგ (3,8586).

ამ დროის [17:18] მონაცემებით, ლარი კიდევ უფრო გამყარებულია bloomberg-ზე - 1 დოლარი 3,111 ლარი ღირს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG