Accessibility links

site logo site logo

ქაბულში 4 ადამიანი დაიღუპა დანაღმული მიკროავტობუსის აფეთქების შედეგად


ავღანეთის პოლიციის ცნობით, დანაღმული მიკროავტობუსის აფეთქების შედეგად, ხუთშაბათს ქაბულში 4 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა. დაჭრილთა შორის ერთია ბავშვია, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქაბულის პოლიციის ცნობით აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ბოლო დღეებში ავღანეთის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, ქაბულშიც იმატა თალიბებისა და ექსრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ ორგანიზებულმა თავდასხმებმა.

2 ივნისს სულ მცირე 10 სამოქალაქო პირი დაიღუპა ქაბულის დასავლეთით მომხდარი ორი აფეთქების შედეგად. ავღანეთის მასშტაბით გახშირებულია ძალადობა მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სამხედრო ძალებმა ქვეყნიდან გასვლა დაიწყეს

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG